დიდმარხვის V კვირიაკის [2021 წელს: 5(18) აპრილის] სახარებათა და სამოციქულოთა საკითხავნი.

დიდმარხვის V კვირიაკის [2021 წელს: 5(18) აპრილის] სახარებათა და სამოციქულოთა საკითხავნი:           

სახარება I: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXVIII, 16-20. [დას. რივ(116)]:

მთ. XXVIII: 16 ხოლო † (მას ჟამსა შინა †) ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ, 17 იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას, ხოლო რომელნიმე შეორგულდეს. 18 მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: „მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. 19 წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, 20 და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ, და, აჰა-ესერა, მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ამენ“.

† † † † † † †

ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IX, 11-14. [დას. ტკა(321)-შუა]:

ებრ. IX: 11 ხოლო † (ძმანო, †) ქრისტე მოვიდა, მღდელთმოძღუარი იგი ყოფადთა მათ კეთილთაჲ, უფროჲსითა მით და უსრულესითა კარვითა ჴელითუქმნელითა, ესე იგი არს, არა ამის დაბადებულისაჲთა, 12 არცა სისხლითა ვაცთა და ზუარაკთაჲთა, არამედ თჳსითა სისხლითა შევიდა ერთგზის სიწმიდესა მას და საუკუნოჲ გამოჴსნაჲ პოვა, 13 რამეთუ უკუეთუ სისხლი იგი ვაცთა და ზუარაკთაჲ, და ნაცარი იგი დიაკეულთაჲ, რომელი ეპკურებოდა შეგინებულთა მათ და განსწმედდა მსგავსად ჴორცთა მათ განწმედისათა, 14 რაოდენ უფროჲს სისხლმან ქრისტესმან, რომელმან-იგი სულითა საუკუნოდ თავი თჳსი შეწირა უბიწოდ ღმრთისა, (განწმიდნეს გონებანი თქუენნი)* [განწმიდოს სჳნიდისი თქუენი]** მკუდართაგან საქმეთა მსახურებად ღმრთისა ცხოველისა!

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, X, 32-45. [დას. მზ(47)]:

მკ. X: 32 და იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალჱმდ; და იესუ წინაუძღოდა მათ, და დაუკჳრდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა. და წარმოიყვანნა კუალად † (მას ჟამსა შინა წარმოიყვანნა იესუ †) ათორმეტნი იგი და იწყო თხრობად მათა მერმისა მისთჳს, რომელი შემთხუევად იყო მისა, 33 ვითარმედ: „აჰა-ესერა, აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილად და მისცენ იგი წარმართთა; 34 და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ და ჰნერწყუვიდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს“. 35 და მოვიდეს მისა იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, და ჰრქუეს: „მოძღუარ, გუნებავს, რაჲთა, რომელი გთხოვოთ, მიყო ჩუენ“. 36 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: „რაჲ გნებავს ჩემგან, რაჲთა გიყო თქუენ?“ 37 ხოლო მათ ჰრქუეს მას: „მომეც ჩუენ, რაჲთა ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა“. 38 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: „არა იცით, რასა ითხოვთ. ძალ-გიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლისღებასა, რომელსა მე ნათელ-ვიღებ, ნათლისღებად?“ 39 ხოლო მათ ჰრქუეს მას: „ძალ-გჳც“. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: „სასუმელი სამე, რომელსა მე ვსუამ, სუათ, და ნათლისღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ, 40 ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს“. 41 და ესმა რაჲ ესე ათთა მათ, იწყეს რისხვად იაკობისა და იოვანესა. 42 ხოლო იესუ მოუწოდა და ჰრქუა მათ: „უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ჴელმწიფებედ მათ ზედა? 43 ხოლო არა ეგრეთ იყოს თქუენ შორის, არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაჲ თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ; 44 და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა. 45 და რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთა“.

† † † † † † †

წმიდისა მარიამ მეგვიპტელისა: გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, III, 23-29. [დას. სჱ(208)]:

გალ. III: 23 ხოლო † (ძმანო, †) პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა შჯულსა ქუეშე მოცვულ-ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთჳს სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე. 24 ვინაჲცა შჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებითა განვმართლდეთ. 25 ხოლო მო-რაჲ-იწია სარწმუნოებაჲ, არღარა მზარდულთა ქუეშე ვართ, 26 რამეთუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა, 27 რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ. 28 არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ. 29 ხოლო უკუეთუ თქუენ ქრისტესნი ხართ, (აბრაჰამისნი)* [აბრაამისნი]** ვიდრემე შვილნი ხართ და აღთქუმისა მისგან მკჳდრნი.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

წმიდისა მარიამ მეგვიპტელისა: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VII, 36-50. [დას. ლგ(33)]:

ლკ. VII: 36 ევედრებოდა ვინმე მას † (მას ჟამსა შინა ევედრებოდა იესუს ვინმე †) ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მის ფარისეველისასა და დაჯდა. 37 და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისეველისასა, მოიღო ალაბასტრი ნელსაცხებელისაჲ 38 და დადგა ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერჴთა მისთა, და თმითა თავისა მისისაჲთა წარჰჴოცდა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა. 39 ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა-იგი ჰხადა მას, თქუა გულსა თჳსსა: „ესე უკუეთუმცა იყო წინაჲსწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს“. 40 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „სიმონ, მაქუს რაჲმე შენდა სიტყუად“. ხოლო მან თქუა: „მოძღუარ, იტყოდე!“ 41 და თქუა: „ორნი თანამდებნი იყვნეს მასესხებელისა ვისნიმე: ერთსა თანა-ედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მასერგასისი. 42 და ვითარ არარაჲ აქუნდა მათ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ, ვინ უფროჲს შეიყუაროს იგი?“ 43 მიუგო სიმონ და თქუა: „მე ეგრეთ ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროჲსი მიუტევა“. ხოლო თავადმან თქუა: „სამართლად საჯე“. 44 და მიექცა დედაკაცსა მას და სიმონს ეტყოდა: „ხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერჴთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერჴნი ჩემნი და თმითა თჳსითა წარჴოცნა; 45 ამბორისყოფაჲ არა მომეც მე, ხოლო ესე, ვინაჲთგან შემოვიდა, არა დასცხრების ამბორისყოფითა ფერჴთა ჩემთაჲთა; 46 ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერჴთა ჩემთა. 47 რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად, ხოლო რომელსა მცირედი მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს“. 48 და ჰრქუა მას: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი“. 49 და იწყეს თანამეინაჴეთა მათ სიტყუად გულთა შინა მათთა: „ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტევებს?“ 50 ჰრქუა დედაკაცსა მას: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. გუალე, ვიდოდე მშჳდობით!“

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

† † † † † † †