მარტვილიიდან XXIII შვიდეულის სამშაბათის [2020 წელს: 28 ოქტომბრის (10 ნოემბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XXIII შვიდეულის სამშაბათის [2020 წელს: 28 ოქტომბრის (10 ნოემბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

თესალონიკელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 6-10. [დას. სჲგ(263)]

1 თეს. I: 6 † (ძმანო, თქუენ †) მობაძავ ჩუენდა იქმნენით და უფლისა, და შეიწყნარეთ სიტყუაჲ იგი ჭირსა შინა მრავალსა სიხარულითა სულისა წმიდისაჲთა, ვიდრეღა იქმნენითცა თქუენ სახე ყოველთა მათ მორწმუნეთა, რომელნი არიან მაკედონიას შინა და აქაიას, რამეთუ თქუენ მიერ განეფინა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ არა ხოლო მაკედონიას შინა და აქაიას, არამედ ყოველთა ადგილთა სარწმუნოებაჲ თქუენი ღმრთისა მიმართ განჴდა, ვიდრემდის არღარა გჳჴმს ჩუენ სიტყუად რაჲმე. მაგათ თჳთ გითხრან ჩუენთჳს, ვითარი შესლვაჲ გუაქუნდა თქუენდა მიმართ, და ვითარ მოიქეცით კერპთაგან ღმრთისა მიმართ მონებად ღმრთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა, და მოლოდებად ძისა მისისა ზეცით, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით, იესუ, მჴსნელი ჩუენი, რისხვისა მისგან მომავალისა.

სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XI, 1-10. [დას. ნე(55)]

ლკ. XI: 1 და იყო, † (მას ჟამსა შინა, იყო ოდეს იესუ †) ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: „უფალო, გუასწავე ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა“. 2 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: „რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: «მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი; მოვედინ სუფევაჲ შენი; იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეთცა ქუეყანასა ზედა. 3 პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღე 4 და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანამდებთა ჩუენთა; და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან». 5 და ეტყოდა მათ: „ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მივიდეს მისა შუვაღამეს და ჰრქუას მას: «მეგობარო, მავასხენ მე სამნი პურნი, 6 რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას». 7 მან მიუგოს შინაჲთ გამო და ჰრქუას: «ნუ შრომასა შემამთხუევ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა». 8 გეტყჳ თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა, წყინებისა მისთჳს მისისა აღდგეს და მისცეს, რაოდენი უჴმდეს მას. 9 ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქუენ, 10 რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოვოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს...“

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.