მარტვილიიდან XXIII შვიდეულის დასაწყისის/ორშაბათის [2020 წელს: 27 ოქტომბრის (9 ნოემბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
თესალონიკელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 1-5. [დას. სჲბ(262)]
1 თეს. I: 1 პავლე და სილოვანე და ტიმოთე, ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა იესუ (ქრისტესა)* [ქრისტესსა]**, – მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა. ვჰმადლობთ ღმერთსა მარადის თქუენ ყოველთათჳს, ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფთ ლოცვათა შინა ჩუენთა. მოუკლებელად მოვიჴსენებთ თქუენთა მათ საქმეთა სარწმუნოებისათა და შრომასა სიყუარულისასა და მოთმინებასა მას სასოებისასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა წინაშე ღმრთისა და მამისა ჩუენისა. უწყოდეთ, ძმანო საყუარელნო ღმრთისანო, რჩეულებაჲ ეგე თქუენი, რამეთუ სახარებაჲ ესე ჩუენი არა იყო თქუენდა მიმართ სიტყჳთ ხოლო, არამედ ძალითაცა და სულითა წმიდითა და გულსავსებითა მრავლითა, ვითარცა-იგი იცით, რაბამ ვიქმნენით ჩუენ თქუენდა მიმართ თქუენთჳსვე.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, X, 22-24. [დას. ნბ(52)].
ლკ. X: 22 და მიექცა მოწაფეთა და ჰრქუა: † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის, ვინ არს მამაჲ, გარნა ძემან; და არცა ვინ იცის, ვინ არს ძე, გარნა მამამან; და ვისა უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს“. 23 და მიექცა მოწაფეთა მისთა თჳსაგან და ჰრქუა: „ნეტარ არიან თუალნი, რომელნი ხედვენ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ყურნი, რომელთა ესმის, რომელი თქუენ გესმის! 24 ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაჲსწარმეტყუელთა და მეფეთა უნდა ხილვაჲ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ვერ იხილეს; და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და ვერ ესმა“.
შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.