სალიტანიო ანჩისხატმა კიევის ტაძრები და მონასტრები მოილოცა

სალიტანიო ანჩისხატმა იერუსალიმისა და ისტორიული კონსტანტინოპოლის შემდეგ, სასულიერო პირთა კურთხევითა და უშუალო მონაწილეობით, კიევის ტაძრები და მონასტრები მოილოცა.
ქართველმა და ადგილობრივმა სასულიერო პირებმა მგალობელთა გუნდ “სახიობასთან” ერთად ანჩისხატი კომუნისტების მიერ 1930-იანი წლებიდან დაკეტილ წმ.სოფიის ტაძარს პირველად შემოატარეს ლიტანიობით. ტაძარში პარაკლისი აღავლინეს.
ეკლესიებსა და მონასტრებში ნაჩვენები იყო რეჟისორ ზაზა ნანობაშვილის ფილმები ანჩისხატის ისტორიაზე და “სიყვარულო, სძლიე ბოროტებას”.
ხატი პირველად ქართულ ლოცვაზე მიაბრძანეს, შემდეგ კი ანჩისხატს ეკლესიიდან ეკლესიაში ხელით გადააბრძანებდნენ. ხატმა მოილოცა კიევ-პეჩორის, ვედინსკისა და იონას მონასტრები. მრევლს დაურიგდა რუსულენოვანი ლოცვები და ფილმები. კიევიდან დაბრუნების შემდეგ ანჩისხატი თბილისში, ხელოვნების მუზეუმის წინ დააბრძანეს, სადაც მისი დედანი ინახება.