საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიიდან სამშობლოში გამთენიისას დაბრუნდა.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში გეგმიური შემოწმება გაიარა და თავს კარგად გრძნობს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უწმინდესს სინოდის წევრები, ეკონომიკური განვითარების მინისტრი და მრევლი დახვდნენ. უწმინდესმა და უნეტარესმა მრევლი დალოცა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში გამოკვლევების ჩასატარებლად 14 ივლისს გაემგზავრა.