მოწამეთას სამონასტრო კომპლექსში ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

მოწამეთას სამონასტრო კომპლექსში ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიმდინარეობს კომპლექსის მთავარი ტაძრის გადახურვა, სამრეკლოს გუმბათის ხის მოშლილი და ძველი კონსტრუქციების ახლით შეცვლა, გამაგრება და კარნიზების განახლება.
სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის მიერ ხორციელდება.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაკვეთით, ორგანიზაცია “საქართველოს მემკვიდრეობა” უკვე მუშაობს პროექტზე, რომელიც მოწამეთას სრულ ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ძეგლზე ფიზიკური სამუშაოების პარალელურად ამჟამად ტერიტორიის ტოპო აზომვა და ძეგლის შესახებ დოკუმენტაციის შეგროვება მიმდინარეობს, რაც მოწამეთას სრულ სარეაბილიტაციო პროექტის შექმნას დაედება საფუძვლად.
მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების I ეტაპი მოწამეთობის დღესასწაულამდე – 15 ოქტომბრამდე დასრულდება.