თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილია მეორის სახელობის სტიპენდია დაწესდა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები და ორი სტიპენდიატი მიიღო.
უწმინდესმა უნივერსიტეტის რექტორს მთავარანგელოზის გამოსახულებიანი ოქროს მინანქრის გულსაკიდი აჩუქა. თავად სტიპენდიატებს კი დაურიგა წიგნი “მზიანი ღამე” და ვერცხლის სამაჯურები.
წლევანდელი სტიპენდიატები გახდნენ დოქტორანტები მაია დანელია და ლერი თავაძე. მათ ყოველთვიურად 200 ლარი გადაეცემათ.