31 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან

დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღეა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ღვთისმსახურება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 31 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღვთისმსახურებას სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სტუმრებიც დაესწრნენ. დაგეგმილია გამოფენა და კონცერტიც, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართება.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.