რუსეთში მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა.
“საქართველო იქნება მთლიანი და აფხაზეთი და ცხინვალი მისი შემადგენელი ნაწილი,”- საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებზე მოსკოვში ქართველთა კავშირის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ორ მართლმადიდებლურ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები აღდგება.
„აუცილებელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ორ ქვეყანას შორის საზღვრების გახსნა და დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნება“, -ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.
მოსკოვში მცხოვრებმა ქართველებმა კი, პატრიარქის რუსეთში ვიზიტს უმნიშვნელოვანესი უწოდეს. პატრიარქმა მათ საქართველოში დაბრუნება უსურვა.საქართველოში გამომგზავრებამდე კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვას აღავლენს.