სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 9 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდა.
როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის ნატალია ტიმაკოვას ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, შეხვედრა რუსეთის განსვენებული პატრიარქის სამგლოვიარო ტრაპეზის დაწყებისას შედგა.
შეხვედრას რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვიც ესწრებოდა.
დეტალები, თუ რას ეხებოდა შეხვედრისას საუბარი, არ გახმაურებულა, თუმცა კათოლიკოს-პატრიარქმა მცირე კომენტარისას, რომელიც ქართველი ჟურნალისტებისთვის გააკეთა, აღნიშნა, რომ შეხვედრა სასარგებლო და კეთილგანწყობილი იყო.
პატრიარქის ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში ისევ გრძელდება. დღეს უწმინდესი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს მოინახულებს.