მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს რუსეთის პატრიარქის, ალექსი მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდისთვის მადლობა უთხრა.
“მის მიერ ჩატარებული ღვთისმსახურება მართლმადიდებელი სამყაროსა და რუსეთისთვის ძალიან დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი იყო, – აღნიშნა ლუჟკოვმა.
მან პატრიარქს მადლობა გადაუხადა, რომ რუსეთის პატრიარქთან გამოსათხოვებლად მოსკოვში ჩავიდა და ყველა ქრისტიანისთვის ამ მძიმე დღეს რუსეთს ეწვია.
“მათი მეგობრობა მყარი, გულწრფელი და მართალი იყო, – აღნიშნა მოსკოვის მერმა.
ლუჟკოვის აზრით, ალექსი მეორე საქართველოსთვის ბოლომდე სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. მოსკოვის მერმა, ასევე, აღნიშნა, რომ ეკლესიებს შორის მეგობრობა ხალხებს შორის მეგობრობაა, რომელიც დროებით პოლიტიკურ გამოცდაზე მაღლა დგას.
“უფალმა ერთმანეთის მეზობლობა, ქრისტიანობა და მეგობრობა გვარგუნა. დროებითმა გამოცდებმა არ უნდა დაჩრდილოს ის საფუძვლები, რომლებიც ყოველთვის იყო ქართველებსა და რუსებს შორის”, – განაცხადა იური ლუჟკოვმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში რუსეთის პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ქართულ ენაზე გადაიხადა.