საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, შესაძლოა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდეს, – ამის შესახებ უწმინდესმა წმ. სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
“ჩვენ შესაძლებელია, შეხვედრა გვქონდეს რუსეთის ხელისუფლებასთან. ჩვენი ვიზიტი აღემატება იმ მისიას, რისთვისაც ჩვენ რუსეთში მივდივართ. მე მათ მთელი ჩვენი ერის სახელით მინდა ვუთხრა, რომ ქართველი ერი და ქართველი ადამიანი ვერასდროს შეურიგდება, აფხაზეთი და ცხინვალი იყოს საქართველოს გარეშე”, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.
საკვირაო წირვაზე ილია II-მ რუსეთის პატრიარქზეც ისაუბრა. “მოსკოვისა და სრულიად რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქი ალექსი II იყო დიდი მეგობარი ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი. დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა, რომელიც შეიქმნა რუსეთსა და საქართველოს შორის, აბრკოლებდა მას და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ეს დაძაბული ურთიერთობა განემუხტა”, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.
უწმინდესთან ერთად რუსეთში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე მიემგზავრებიან. ასევე მოკოვში მიემგზავრებიან ქართველი საზოგადო მოღვაწეებიც.