ანჩისხატი სახელმწიფო მუზეუმიდან გამოაბრძანეს

სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით სალიტანიო ანჩისხატი დღეს სახელმწიფო მუზეუმიდან გამოაბრძანეს.
დღეიდან აღევლინება სადღეღამისო სავედრებელი ლოცვები. დღესვე მთავრობას მიმართვა გაეგზავნა, რომელშიც მრევლი მოითხოვს შეიქმნას ანჩისხატის ტაძარში სახატე, სადაც უნდა დაბრძანდეს ტაო–კლარჯეთიდან 2004 წელს ჩამობრძანებული ხატი.