სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სეპარატიზმის გამოვლინების მხრივ მსოფლიოსთვის დიდ საფრთხეს ხედავს.
ამის შესახებ დღეს პატრიარქმა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” საერთაშორისო სამშვიდობო ფორუმზე ბრძანა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს მთავარ გამოწვევებსა და ცივილიზაციათა დიალოგს ეძღვნება.პატრიარქმა ფორუმის მონაწილეებს წმიდა მოციქულის, იოანე მახარებლის ხსენების დღე მიულოცა და მსოფლიოს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
“მსოფლიოში არასტაბილური მდგომარეობის გამო, მსგავსი სიმპოზიუმის ჩატარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ მსოფლიო მწვანე შუქს მისცემს სეპარატიზმის გამოვლინებას, იგი მთელ მსოფლიოს დაშლის და დაანგრევს”, – აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა.
მანვე ისაუბრა ისაუბრა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე და აღნიშნა, რომ ქართველი ერი არასოდეს დაუშვებს მათ დაკარგვას.
დღევანდელ ფორუმს ესწრებიან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები და მეცნიერები აშშ–დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, სომხეთიდან და ლიტვიდან.
ფორუმის ფორმატში ასევე გაიმართება მრგვალი მაგიდა “სულიერი და ზნეობრივი ღირებულებები მშვიდობის სამსახურში”, ჩატარდება მისი უწმიდესობის ფოტო-ალბომის პრეზენტაცია და მოეწყობა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო გამოფენა.
საერთაშორისო სამშვიდობო ფორუმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ინიციატივითა და ხელისუფლების მხარდაჭერით მოეწყო.