დღეს მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ბათუმის ქუჩებში მოეწყო

დღეს მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის წინააღმდეგ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ბათუმის ქუჩებში მოეწყო.
“ნუ გვესვრით”, Don’t shoot! – ამ მოწოდებით და დროშებით დღეს ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძართან 2000-მდე მორწმუნე შეიკრიბა.
“ქართველნო ერთად ღვთისაკენ”,და პატრიარქის მოწოდებით “ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ჩვენსკენაა” 5 ეპარქიის მღვდელმთავარი, სამღვდელოება და მრევლი დღეს ქალაქის ქუჩებში გამოვიდა.