სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მოუწოდა გააძლიეროს ლოცვა მშვიდობისათვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მოუწოდა გააძლიეროს ლოცვა მშვიდობისათვის.
“საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ სინანულით აღნიშნავს შეშფოთებას ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ არის მსხვერპლი და დაჭრილები, როგორც სამხედრო შენაერთებში, ისე მშვიდობაინ მოსახლეობას შორის”, – ნათქვამია განცხადებაში.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი დღეს საღამოს, 19.00 საათზე წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს. ამავდროულად, ყველა მოქმედმა ტაძარმა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი უნდა აღავლინოს.
გარდა ამისა, ყველა მოქმედ ტაძარში ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს წირვა-ლოცვა სამხედრო მოქმედებების დასრულებამდე.