არქეოლოგები ფიქრობენ, რომ იორდანიაში მსოფლიოს უძველესი ეკლესია აღმოაჩინეს

არქეოლოგები ფიქრობენ, რომ მსოფლიოს უძველესი ქრისტიანული ტაძარი აღმოაჩინეს. ის მდებარეობს იორდანიაში, რიჰაბის დასახლებაში, ამანიდან 50 კილომეტრის დაშორებით, გამოქვებულში, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთით. იუწყება ”რია ნოვოსტი”.
”გვაქვს საფუძველი ვარაუდისა, რომ ამ ტაძარში იკრიბებოდნენ პირველი ქრისტიანები, იესო ქრისტეს 70 მოწაფე”, – განუცხადა ერთ-ერთ გაზეთს რიჰაბში არქეოლოგიური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა აბდულ ქადერ ჰუსანმა.
მან დასძინა, რომ ეკლესია გამოქვაბულში დაახლოებით 33-70 წლებში განთავსდა, რაც შესაძლებლობას იძლევა, ის მსოფლიოს ყველაზე ძველ ქრისტიანულ ტაძრად იქნას მიჩნეული. ჰუსანი იმედოვნებს, რომ მისი ჰოპოთეზა დეტალური შესწავლის შემდეგ დადასტურდება.
არქეოლოგების ხელმძღვანელის სიტყვებით, გამოქვაბულში აღმოჩენილია აფსიდის მსგავსი ნაგებობა და რამდენიმე ქვის სკამი. საცხოვრებელი სივრცე ტაძრისგან გამოყოფილია ქვის კედლით, ღრმა გვირაბი კი წყლის წყაროსთან მიდის.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აქ იმალებოდნენ იერუსალიმიდან გამოქცეული ქრისტიანები, რომლებმაც სამხრეთ იორდანიას შეაფარეს თავი. 230 წელს გამოქვაბულის ზემოთ აიგო ტაძარი, რომლის იატაკიც მოზაიკითაა დაფარული. აქ გამოსახულია ქრისტეს 70 მოწაფე.