რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავართა კრების ოფიციალური საიტი გაიხსნა

გაიხსნა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავართა კრების ოფიციალური საიტი – http://www.sobor2008.ru/. კრება მოსკოვში 24-29 ივნისს ჩატარდება. მას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი მეორე წარუძღვება. იუწყება ”რია ნოვოსტი”.
როგორც კრების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მოძღვარმა ვლადიმერ ვიგილიანსკიმ განაცხადა, კრების საიტი ოპერატიულ რეჟიმში იმუშავებს.
”საიტი გათვალისწინებულია როგორც ჟურნალისტებისთვის, რომლებიც რუსული ეკლესიის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას გააშუქებენ, ისე ყველასთვის, ვინც ეკლესიის ცხოვრებითაა დაინტერესებული.
მან იმედი გამოთქვა, რომ ოფიციალური ინტერნეტ-რესურსი ხელს შეუწყობს საზოგადოების ყურამდე კრების შესახებ ინფორმაციის მიტანას. აქ განთავსდება კრების ყველა ოფიციალური დოკუმენტი, ახალი ამბები და დელეგატი მღვდელმთავრების კომენტარები, ფოტო და ვიდეომასალა.