30 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში ოდესიდან მოსალოცად ჩამოაბრძანებენ ჩვენი ქვეყნის განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილებს, რომელიც დაბრძანებულია ოდესის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში.
ამისთვის ოდესაში საგანგებოდ გაემგზავრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილის) მეთაურობით. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან, ოდესისა და ისმაილის მიტროპოლიტ ათანაგენეს ლოცვა-კურთხევით, წმინდა ნაწილებს თან მოყვებიან უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირებთა ჯგუფი, არქიმანდრიტ ანდრიას ხელმძღვანელობით.
წმინდა ნაწილებს თბილისის აეროპორტში საღამოს 6 საათზე მიეგებებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქები, სამღვდელოება და მრევლი, საიდანაც წმინდა ნაწილები ყოვლადწმინდა საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წმინდა ნაწილებს მიემთხვევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II, რომელიც სამღვდელოებასთან ერთად შეასრულებს წმინდა ანდრია პირველწოდებულის პარაკლისს.
წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საქართველოში 23 ივნისამდე დარჩება და ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეს მოივლის, რათა წმინდა მოციქულმა დალოცოს ქვეყანა და ერი. ამ ხნის განმავლობაში ყველა მსურველს საშუალება მიეცემა, მოილოცოს ეს სიწმინდე და თაყვანი სცეს წმინდა მოციქულს.
6 ივნისს, ამაღლების დღესასწაულზე, წმინდა ნაწილები დაბრძანებული იქნება ქუთაისში, ხოლო, 15 ივნისს, სულთმოფენობას, _ ბათუმში.
გაგაცნობთ წმინდა ნაწილების მოგზაურობის ვრცელ მარშრუტს:
30.05 _ თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი;
31.05 _ ანდრია პირველწოდებულის სახ. ტაძარი; ბოდბის დედათა მონასტერი;
1.06 _ ბოდბის დედათა მონასტერი, ალავერდი.
2.06 _ ალავერდი, გორი;
3.06 _ გორი, ხაშური;
4.06 _ ხაშური, ქუთაისი;
5.06 _ ქუთაისი, ხონი;
6.06 _ ხონი, მარტვილი;
7.06 _ მარტვილი, ზუგდიდი;
8.06 _ ზუგდიდი;
9.06 _ ზუგდიდი, მესტია;
10.06 _ მესტია;
11.06 _ მესტია, ფოთი;
12.06 _ ფოთი, სენაკი;
13.06 _ სენაკი, ოზურგეთი;
14.06 _ ოზურგეთი, ბათუმი;
15.06 _ ბათუმი;
16.06 _ ბათუმი, სხალთა;
17.06 _ სხალთა, ახალციხე;
18.06 _ ახალციხე, ბორჯომი;
19.06 _ ბორჯომი, წილკანი;
20.06 _ წილკანი, სტეფანწმინდა;
21.06 _ სტეფანწმინდა, თბილისი;
22.06 _ თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი.
23 ივნისს დილის 8 საათზე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილებს საქართველოდან წააბრძანებენ.