კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს 250 ჩვილი მონათლა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს 250 ჩვილი მონათლა. მონათლულები კათოლიკოს-პატრიარქისგან ნათლობის მოწმობას და დალოცვის სიგელს მიიღებენ.
ასევე პატრიარქისაგან ერისთვის თავდადებულის სიგელი გადაეცემა იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხზე მეტი შვილი ჰყავთ. ნათლობის სურვილი უამრავმა ოჯახმა გამოთქვა, თუმცა მათი სიმრავლის გამო რეგისტრაცია დროებით შეჩერებულია და მესამე მასობრივი ნათლობის დასრულების შემდეგ კვლავ განახლდება.
დღეისათვის პატრიარქის ნათლული 800-მდე ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მეოთხე შვილები არიან. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჩვილების პირველი ნათლობა წელს ნათლისღებას გამართა.