მომლოცელთა ჯგუფი იერუსალიმში გაემგზავრა

დღეს გამთენიისას ქართველ მომლოცელთა ჯგუფი იერუსალიმში გაემგზავრა. მათი ნაწილი აღდგომას იერუსალიმში შეხვდება, ნაწილი კი თბილისში შაბათს დაბრუნდება და აღდგომისთვის წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს.
მომლოცველები იერუსალიმიდან ჩამოტანილ წმინდა ცეცხლს ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიაბრძანებენ. ცეცხლის შინ წაღება ყველა ქრისტიანს შეეძლება.
წელს საქართველოდან იერუსალიმში ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გადმოსვლის სასწაულის ნახვას უამრავი მომლოცველი შეეცდება.