მართმადიდებლურ ტაძრებში დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით დილიდან საგანგებო ღვთისმსახურება სრულდება

მართმადიდებლურ ტაძრებში დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით დილიდან საგანგებო ღვთისმსახურება სრულდება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს, რის შემდეგაც დაიწყება ფეხთბანვის რიტუალი, რომლის დროსაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მსახურებაში მყოფ სასულიერო პირებს ფეხს დაბანს.
ტაძრებში მოგვიანებით 12-გზის სახარების კითხვა დაიწყება. დიდ ხუთშაბათს უკავშირდება მაცხოვრის ბოლო პასექი და ფეხთბანვის რიტუალი.