პატრიარქმა “მოძრაობა 1978-ის” წევრები დალოცა

პატრიარქმა “მოძრაობა 1978-ის” წევრები დალოცა
2008-04-14
ახალგაზრდული “მოძრაობა 1978-ის” წარმომადგენლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმ. სამების საკათედრო ტაძარში დალოცა.
“მინდა დავლოცო და წარმატებები ვუსურვო. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო”, – ბრძანა პატრიარქმა.
როგორც ცნობილია, “მოძრაობა 1978-ის” ძირითადი ამოცანაა ქართული ენის დაცვა.