მიტროპოლიტი დანიელი: სასულიერო პირი ხელშეუხებელი უნდა იყოს

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი გალიდან მღვდელმონაზონ პიმენ ქარდავას გამოძევების ფაქტს გამოეხმაურა.
“სასულიერო პირი ხელშეუხებელი უნდა იყოს. ეს არის ადამიანის რელიგიური უფლებების შეზღუდვა, რაც დიდი დანაშაულია”, – განაცხადა მეუფემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.
მისი თქმით, საპატრიარქო აღნიშნულ ფაქტს საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნობს.