გულისტკივილით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და ვხედავთ, რომ დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელმაც უვადო შიმშილობის სახით მწვავე ფორმა მიიღო, ისეთ სტადიაში გადადის, რომ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ეს კი არაქრისტიანული ქმედებაა.ამიტომაც, მამაშვილური სიყვარულით მივმართავ მოშიმშილეთ, შეწყვიტონ პროტესტის ეს ფორმა და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.ასევე თხოვნით მივმართავ ხელისუფალთ, რომ საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც დააცხრობს დაპირისპირებას და მოლაპარაკების განახლებას შესაძლებელს გახდის.ბოლო დროს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება ნიშნავს, რომ ისინი ეძებენ გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან, რაც მხოლოდ ყველა მხარის შეთანხმებით შეიძლება განხორციელდეს, ამისკენ კი ყველა უნდა ისწრაფვოდეს.ამასთან, ყველას უნდა ახსოვდეთ, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კომპრომისი და დათმობა ძლიერთა თვისებაა და ეს სულაც არ ნიშნავს სისუსტესა და უკანდახევას.აღვავლენთ ლოცვებს, რათა გაიმარჯვოს სიბრძნემ და კეთილგონიერებამ.
20 მარტი, 2008 წელი
20 მარტი, 2008 წელი