ოპოზიცის წარმომადგენლები პატრიარქს ხვდებიან

ოპოზიციური კოალიციის და “ახალი მემარჯვენეების” ხუთი წარმომადგენელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან მართავენ შეხვედრას.ოპოზიციამ განაცხადა, რომ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ისინი გამართავენ შიდა კონსულტაციას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადებენ თავიანთი გადაწყვეტილების თაობაზე პატრიარქის მოწოდებასთან დაკავშირებით.წინასწარ კი ოპოზიცია აცხადებდა, რომ წარმომადგენლობითი ჯგუფი შეეცდება ქვეყანაში არსებულ რთულ სიტუაციასთან დაკავშირებით უწმინდესი საქმის ყურში ჩააყენოს. შიმშილობა უკვე შეწყვიტეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა.შიმშილობის შეწყვეტისა და და ხელისუფლებასთან დიალოგის განახლების მოწოდებით ოპოზიციას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს მიმართა. “მამაშვილური სიყვარულით მივმართავ მოშიმშილეთ შეწყვიტონ ეს ფორმა და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან”, – განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა საგანგებო ბრიფინგზე.