კვიპროსზე ნიქოზიის წმინდა პავლეს სახელობის ეკლესიაში ამიერიდან წირვა ქართულ ენაზე ჩატარდება. კვიპროსის მთავარეპისკოპოსთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ქართულ ენაზე წირვა-ლოცვის აღსრულების მიზნით, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლობას კვიპროსზე გადაეცა ნიქოზიის წმინდა პავლეს სახელობის ეკლესია.