აბასთუმნის დედათა მონასტერში ხანძარია

აბასთუმნის დედათა მონასტერს ხანძარი გაუჩნდა.ცეცხლი შენობის სახურავს და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას უკიდია.არის საშიშროება, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტზეც გავრცელდეს, სადაც ამ დროისათვის დამსვენებლები ცხოვრობენ. ადგილზე მობილიზებულია ადიგენისა და ახალციხის სახანძრო სამსახურის 3 მობილური ჯგუფი.ცეცხლის ჩაქრობას მათთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებითაც ცდილობს. ხაძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.