იუნკრებს პატივი მიაგეს

ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში 1921 წლის თებერვალში დაღუპული ქართველი იუნკრების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.სულის მოსახსენებელ პანაშვიდს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია და ქართველი ჩოხოსნები დაესწრნენ.ოფიციალური მონაცემებებით, 1921 წელს თბილისის მისადგომებთან სასტიკ ბრძოლაში 300-ზე მეტი იუნკერი დაიღუპა; 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს გასაბჭოება გამოაცხადა.