19 თებერვალი. 2008 წელი.სხდომა მოწვეული იქნა, ეგრეთწოდებული კოსოვოს პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო. ზოგიერთმა დიდმა ქვეყნებმა, რომლებიც გამდიდრებულნი არიან ამქვეყნიური ძალებით, ცნეს პრიშტინის პარლამენტის დამოუკიდებლობის აქტი. რითაც შეირცხვინეს თავი და შეარცხვინეს საკუთარი ისტორიული გზა.ჩვენი საზრუნავი არის ჩვენი ერი, რომელიც არის განრისხებული ამ უსამართლო ძალადობით. ეკლესიის საუკუნოებრივი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ყოველი ძალადობა მთავრდება ძალადობის დამარცხებით, რადგან ვიცით, რომ ყოველი ამქვეყნიური ძალა არის დროებითი, მხოლოდ ღვთის ძალა არის მარადიული.ასევე, მრავალჯერ დავრწმუნდით ღვთის მოწყალებაში და სიყვარულში სერბი ერის და ყველა სიმართლის მოყვარე ერების მიმართ. ამ განსაცდელში ღმერთმა გვაჩვენა თავისი სიყვარული, იმით, რომ ამ დიდი განსაცთელით გააღვივა და აანთო სიყვარული ჩვენს გულებში კოსოვოს და მეტოხიის მიმართ. განსაკუთრებით, კი, ეს სიყვარული იგრძნობა ჩვენს ახალგაზრდებში, რომლებიც ამ სიყვარულით გააგრძელებენ ცხოვრებას და როდესაც შეაბიჯებენ ცხოვრების სიმწიფეში, შეძლებენ იმის გაკეთებას, რომ კვლავ გამეფდეს კოსოვოში და მეტოხიაში სიმართლე. არ გვეშინია და მართლად ვდევართ, რადგან უკვე აღარ ვართ მარტო, როგორც ეს იყო სამარცხვინო და სისხლისმღვრელი დაბომბვის დროს. ახლა მხარს გვიჭერენ დიდი ქვეყნები, როგორებიც არიან რუსეთი, ჩინეთი და სხვა მრავალი ქვეყანა, რომლებიც პატივს სცემენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს.ყველაფერ ამაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ, მტკიცედ გვრწამს და უფალი იესო ქრისტე არის ჩვენთან და ჩვენც ვიქნებით მასთან, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ გავუძლოთ ყოველგვარ დამცირებას და ჯვარცმას, აღვსდებით და ვიცხოვრებთ თავისუფლები, რადგან ცოცხალია ღმერთი ჩვენი და ცოცხალი იქნება ჩვენი სულები.მთელი გულით მხარს ვუჭერთ მის ყოვლადუსამღვდელოესობას, რაშკო – პრიზნენის (კოსოვოს) ეპისკოპოსს არტემის, სამღვდელოებას, ბერ-მონაზვნებს და მართმადიდებელ მორწმუნეებს, რომლებიც დადიან ქრისტეს გზით და აგრძელებენ ცხოვრებას თავიანთ კერაზე, კოსოვოში და მეტოხიაში, ჩვენი სულიერი, კულტულური და ეროვნული იდენტიტეტის დამადასტურებელ ადგილზე.ყოვლადმოწყალე უფალს ვევედრებით, რომ მოჰმადლოს მათ ძალა, რომ დაიცვან სიმშვიდე და არ დაკარგონ სიმართლის გამარჯვების იმედი.გვახსოვს და არ ვივიწყებთ უფლის სიტყვებს – ვინც ბოლომდე დაითმენს, ის ცხოვნდება.Informativna sluzba SPC www.jasenovac-info.com