საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა განმანათლებელის, წმინდა მოციქულთა სწორის, ქალწულ ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.საზეიმო წირვა წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.აღსანიშნავია, რომ გუშინ სიონის ტაძრიდან წმინდა სამების ტაძარში წმინდა ნინოს ჯვარი გადააბრძანეს და მორწმუნეებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ წმინდა ნინოსთვის ბოძებული ვაზის ჯვრის მოლოცვა წირვის დასრულებამდე შეეძლოთ.