კათოლიკოს-პატრიარქმა ჟურნალისტებს მშვიდობისკენ მოუწოდა

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ იქადაგა.ქადაგების დროს პატრიარქმა მასმედიის მოვალეობაზე და მის პასუხისმგებლობაზე გააკეთა აქცენტი.ილია მეორეს თქმით, “ყოველი ადამინაი პასუხისმგებელია ღვთის წინაშე, ოჯახის წინაშე, თავისი უკვდავი სულის წინაშე, სამშობლოს წინაშე. ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ პრესის თავისუფლებაზე და ძალიან ხშირად ჩვენ ვკითხულობთ ნეგატიურ პრესას, ისეთ პრესას, სადაც ძლადობაა, ისეთ პრესას სადაც მკვლობაა და ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე და ჩვენ ნაკლებად ვხედავთ დადებით მხარეს, ჩვენ თითქმის არ ვხედავთ იმ სიკეთეს რომელსაც აკეთებს ადამიანი”.