ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურის განცხადება

გვინდა საჯაროდ განვაცხადოთ, რომ ბათუმის მახლობლად, სოფ. ფერიის მთაზე, წმინდა გაბრიელ განდეგილის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობდა მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, პროექტი კი შეთანხმებული იყო საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრთან, რომელსაც ადასტურებს ხუროთმოძღვრების ცენტრის ხელმძღვანელის ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ხელწერა და ბეჭედი, მშენებლობა კი მიმდინარეობდა ადგილობრივი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტი დიმიტრის, მეთვალყურეობის ქვეშ.გვინდა განვაცხადოთ, რომ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია გულისტკივილს გამოთქვამს მინისტრობის კანდიდატის, დამსახურებული მეცნიერის, იულონ გაგოშიძის უპასუხისმგებლო განცხადების გამო, რომელიც მან გუშინ, გადაცემა “პრაიმტაიმში” გააკეთა.სამწუხარო ფაქტია, რომ ტაძარი, რომლის საძირკველი ნაკურთხია, დანგრეული იქნა და დღემდე “უსახურ” ნაგებობად მოიხსენიება.