ნინოობის დღესასწაულზე “ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი” პირველად ბათუმში ტარდება

27 იანვარს, ნინოობის დღესასწაულზე, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით “ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი” პირველად ბათუმში ტარდება.ფესტივალის მიზანი მეღვინეობისა და მევენახეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. როგორც წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) ბრძანებდა “ესოდენ სირცხვილად და ცოდვად მიაჩნდა ჩვენში ყველას ბუნებისაგან მოცემული ყურძნის წმინდა წვენის წარწყმენდა და შებღალვა…”კონკურსში 60-ზე მეტი ღვინოა წარმოდგენილი, რომელთაგან საუკეთესოს კომპეტენტური ჟიური 27 იანვარს გამოავლენს. დაწესებულია სპეციალური პრიზები სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ბიზნესმენების მიერ.საუკეთესო ღვინო ოქროს მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდება. ასევე დაწესებულია ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები და სიგელები მონაწილეთათვის.სპეციალურად ფესტივალისთვის მომზადდა ბუკლეტები. კონკურსისათვის ბათუმს ცნობილი მეღვინეები ეწვევიან.საზეიმო დახურვა ნინოობის დღესასწაულზე, დღის 2 საათზე გაიმართება რესტორანში “ლაზურ-მეგრული”.