მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალი ქუთაისში

ქუთაისში დღეს მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი სამ დღეს გასტანს და იგი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 30 წლისთავს ეძღვნება.ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის 16 ფილმი მონაწილეობს. ქართული ფილმები უმეტესად სტუდიების – ”მეოხისა” და ”კანდელის” პროდუქციაა.აღნიშნული ფესტივალი თბილისსა და ბათუმში გაიმართა. საზეიმო გახსნას სასულიერო პირები და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.