პატრიარქი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ტრადიციულ საკვირაო ქადაგებაში 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების თემას შეეხო. პატრიარქმა ხალხს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და ბრძანა, რომ ხალხმა თვითონ უნდა განსაჯოს, ვინ მოუტანს საქართველოს სიკეთეს.საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მოსახლეობას სწორი გადაწყვეტილების მიღებას ურჩევს.“არ გეტყვით იმას, ვინ აირჩიოთ. ღმერთმა მოგცათ გონება და თქვენ უნდა განსაჯოთ, ვინ იქნება სასარგებლო და ვინ მოუტანს სიკეთეს ჩვენს სამშობლოს. ყველანი უნდა მივიდეთ ასარჩევად,”- განაცხადა პატრიარქმა.