საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 30 წლისთავთან დაკავშირებით გამოფენა ეწყობა

20 დეკემბერს წმ. მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მრევლი აწყობს გამოფენას, რომელიც უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ის პატრიარქობის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. გამოფენაზე წარდგენილი იქნება პატრიარქის სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოები და გამონათქვამები.გამოფენაზე გაიმართება პრეზენტაცია ფილმისა “ნათელი ბნელში” (სცენარის ავტორი და რეჟისორი დეკანოზი გიორგი ყიფშიძე). გამოფენაზე აგრეთვე გაიმართება პრეზენტაცია სიმღერისა “ნუ დაივიწყებ შენი ვალია”, რომელსაც შეასრულებს ანსამბლი “ქართული ხმები”.გამოფენა გაგრძელდება 26 დეკემბრამდე.