ტაო-კლარჯეთში ქართული კულტურის ძეგლების რესტავრაცია დაიწყება

საქართველოს მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა, დაიწყოს ქართული ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები თურქეთში, რომლის გუმბათიც რამდენიმე დღის წინ ჩამოინგრა.როგორც მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერმა დავით ბაქრაძემ 17 დეკემბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტაო-კლარჯეთში ქართული კულტურის ძეგლების რესტავრაცია გაზაფხულზე დაიწყება.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას საქართველოს ხელისუფლებას თურქეთის მხარესთან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდა, რათა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ქართული ეკლესიების აღდგენითი სამუშაოები დაიწყოს.“ჩვენ გულწრფელად ვუხდით მადლობას პატრიარქს ამ საჭირო და მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მას და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღვადგინოთ და დავიცვათ ქართული კულტურის ის მნიშვნელოვანი ძეგლები, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ტერიტორიაზე არ არის”, – განაცხადა ბაქრაძემ.