კოლხეთის მფარველი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ფოთში ჩამობრძანდა

დღეს ფოთში ჩამოაბრძანეს ათონის მთაზე დაწერილი კოლხეთის მფარველი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი. ხატი ერთი წლის წინ შეუკვეთეს ათონის მთაზე ხატმწერებს. ხატი მიაბრძანეს საკათედრო ტაძარში, რომელიც ერთი წლის წინ დაუბრუნდა ეკლესიას და ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. გადახდილი იქნა პარაკლისი, რომელსაც დაესწრნენ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსი სერაფიმე, ხონისა და სამტრედიის მთავარეპისკოპოსი საბა, ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსი ანტონი, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრე, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსი ილარიონი და ბოლნისის ეპისკოპოსი ეფრემი, სამღვდელოება და მრევლი.