მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს

ქართული ეკლესია მთელ მართლმადიდებლურ სამყაროსთან ერთად აღნიშნავს ტაძრად მიყვანებას ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში მიყვანების დღესასწაული, რომელიც მართლმადიდებლურ ეკლესიაში თორმეტ უძრავ დღესასწაულთა რიცხვს განეკუთვნება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მისი მშობლების მიერ მარიამის იერუსალიმის ტაძარში მიყვანის დღის აღსანიშნავად არის დადგენილი.