სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ქალბატონ მარიამ კვალიაშვილს (08.05.2023)

ქ-ნ მარიამ კვალიაშვილს

 

გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორს, არაერთი საესტრადო, მათ შორის ლაზური, ცნობილი სიმღერის ავტორს, ქართული სიმღერის მთელი საქართველოს მასშტაბით გამავრცელებელს, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ, ბავშვებზე მზრუნველ ქ-ნ მარიამ კვალიაშვილს გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს.

ყველამ ვიცით, რომ თქვენი ცხოვრება დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული, მაგრამ  ვიცით ისიც, რომ სწორედ ეკლიანი გზის გავლაა ქრისტიანის ხვედრი. თქვენ თქვენი რწმენით, თქვენი სიყვარულით, თქვენი ნიჭიერებით მრავალთა ნუგეშად იქეცით. ღმერთმა კვლავაც მოგცეთ ძალა ემსახუროთ უფალს, სამშობლოს და მოყვასს.

აღდგომილი მაცხოვარი გფარავდეთ და გეწეოდეთ თქვენ, თქვენს ოჯახსა და სრულიად საქართველოს.

 

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

 

 

08.05.2023