სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქალბატონ ლეილა გეგუჩაძის გარდაცვალების გამო (25.03.2023)

ქალბატონ ლეილა გეგუჩაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

 

ქ-ნ ლეილას სახით დღეს ძველი თაობის კიდევ ერთ დიდებულ პედაგოგს ვემშვიდობებით.

ლეგენდად ქცეული მისი სახელი წარუშლელად დარჩება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ისტორიაში.

ღმერთმა აცხონოს ქ-ნ ლეილა გეგუჩაძის უკვდავი სული და სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ხოლო მის ახლობლებსა და გულშემატკივართ ლოცვის ძალა და მშვიდობა მიმადლოს.

 

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი