სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხვიჩა კვარაცხელია დალოცა (23.03.2023)

ა.წ. 23 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, -ხვიჩა კვარაცხელია მიიღო.

შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სამღვდელოება, ფეხბურთელის ოჯახის წევრები და საცოლე.

მისმა უწმინდესობამ დალოცა ხვიჩა კვარაცხელია, მისი თანმხლებნი და შემდგომი წარმატებები და ბედნიერება უსურვა.