სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა (12.09.2022)

ა.წ. 12 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

მისმა უწმინდესობამ დალოცა ბ-ნი ირაკლი და ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს მშვიდობა უსურვა.