სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქალბატონ შარლოტა კვანტალიანის გარდაცვალების გამო

 

ქალბატონ შარლოტა კვანტალიანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

 

მიღეთ ჩვენი თანაგრძნობა, ქალბატონ შარლოტას გარდაცვალების გამო. წავიდა ჩვენგან ცნობილი პოეტი და მკვლევარი, რომელმაც თავისი ცხოვრება ღმერთს და ეკლესიას,  ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან დაუკავშირა.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II

08.09. 2002 წ.