სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი მიტროპოლიტ კალისტეს (უეარი) გარდაცვალების გამო (29.08.2022)

 

 

მის ყოვლადუწმინდესობას, ბართლომეოს I

კონსტანტინეპოლის, – ახალი რომის მთავარეპისკოპოსს

და მსოფლიო პატრიარქს

 

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ,

გამოვთქვამთ ჩვენს დიდ გულისტკივილს მიტროპოლიტ კალისტეს (უეარი) გარდაცვალების გამო. ეს არის დიდი დანაკლისი თანამედროვე ღვთისმეტყველებისათვის.

იგი იყო პიროვნება, რომელიც ყოველმხრივ ცდილობდა, ჩვენი დროის ადამიანები და, განსაკუთრებით, ახალგაზრდები დაეახლოვებინა უფლის გზისათვის და ღვთის შვილებად ექცია ისინი. მის ავტორიტეტულ სიტყვას მრავალი მსმენელი ჰყავდა, რადგან იგი მუდამ ცდილობდა, სიმართლის მსახური ყოფილიყო.

მადლობელი ვარ ღვთისა, რომ მაღალყოვლადუსამღვდელოეს კალისტეს პირადად ვიცნობდი და საქართველოშიც ვუმასპინძლეთ.

მიიღეთ ჩვენი სამძიმარი.

ვუსამძიმრებთ მეუფის მრავალრიცხოვან სამწყსოსაც და შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა განუსვენოს მის უკვდავ სულს.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა,

მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის

29.08.2022