ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელი დევნილებისათვის (22.08.2022)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდულმა ორგანიზაცია ,,დავითიანნმა“ საერთაშორისო მართმადიდებლური ქრისტიანული ორგანიზაცია IOCC -ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მყოფი დევნილი უკრაინელი მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული მისიის მეორე ეტაპი განახორციელა, -100 000 ლარის ღირებულების სუპერმარკეტის ვაუჩერი გადასცა 1000 ბენეფიციარს.

ვაუჩერები გაიცა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ორსულები, მარტოხელა დედები, ოჯახები მცირეწლოვანი შვილებით, შშმ პირები, 60 წელს გადაცილებულნი.

  მადლობას ვუხდით ორგანიზაცია IOCC-ს წარმომადგენლობას საქართველოში აღნიშნული მხარდაჭერისთვის და სხვა ჰუმანიტარული პროექტებისთვის.

ამასთან ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება სამების ტაძრიდან საკვების, მედიკამენტების, ტანსაცმლისა და სხვა საჭირო ნივთების გაცემა დევნილი უკრაინელებისთვის.