სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავჯდომარე შეიხ ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე ესტუმრა (22.07.2022)

 შეიხ ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე: ძვირფასო ძმაო, ძვირფასო მეგობარო, მოვედი, რომ ხელებზე გეამბოროთ. სრულიად აზერბაიჯანელი ხალხი დიდ პატივს გცემთ და ლოცულობს თქვენი კარგად ყოფნისთვის. ჩვენი მეგობრობა 40 წელია გრძელდება და ეს ყველასთვის, მათ შორის მთელი მსოფლიოსთვის, სანიმუშოა და სამაგალითო. ეს ყველამ უნდა ნახოს საკუთარი თვალით.

 სრულიად   საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II -   მოხარული ვარ,    რომ მაქვს საშუალება მოგესალმოთ პირადად თქვენ, მუსულმანური სამყაროს ლიდერს და ავღნიშნავ, რომ ჩვენ გამოგვივლია მძიმე წლები, მძიმე სიტუაციები და მიუხედავად ამ სიმძიმისა, ყოველთვის ვახერხებდით საერთო ენა გამოგვენახა, საერთო პოზიცია შეგვემუშავებინა ჩვენი ქვეყნებისა და რელიგიების ურთიერთობისათვის.

 მომავალშიც ვერაფერი შეუშლის ხელს ჩვენს მეგობრობას, ჩვენი მეგობრობა მტკიცეა და ურყევი. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგაჯილდოვოთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებუული ჯილდოთი.