საქართველოში მყოფი იეზიდების სულიერი ლიდერის შეხვედრა საპატრიარქოში (31.05.2022)

31 მაისს, საპატრიარქო ტახტის   მოსაყდრემ, მისმა მაღალყოვლადუსაღვდელოესობამ სენაკისა და ჩხოროწყუს   მიტროპოლიტმა    შიომ (მუჯირი),  საქართველოსა საპატრიარქოს რეზიდენციაში, საქართველოს იეზიდთა სასულიერო საბჭოს წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ: იეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარი, საქართველოს ახტიარი დიმიტრი ფირბარი და საქართველოს იეზიდთა სასულიერო საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე    შეიხი როსტომ ამადოვი. შეხვედრაზე საუბარი იყო ქართულ-იეზიდური ურთიერთობების ისტორიაზე, იმ ახლო,  მეგობრულ დამოკიდებულებაზე, რაც საქართველოს საპატრიაქროსა და იეზიდურ თემს შორის არსებობს. ხაზი გაესვა რელიგიების თანამშრომლობას და აქტიურობების მნიშვნელობას  იმ პრობლემებზე მუშობაში, რომელთა    წინაშეც ჩვენი საზოგადოება დგას დღეს.

ახტიარმა მეუფე შიოს საქართველოს იეზიდთა სასულიერო საბჭოს დაარსებიდან ათი წლის იუბილისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა (ბლოკი) გადასცა, რომელზეც აღბეჭდილია იეზიდთა სულიერ ლიდერებთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის შეხვედრა. საფოსტო მარკა 2021 წელს გერმანიის ფოსტის (Deutsche Post) მიერ არის გამოცემული.

საქართველოს ახტიარმა მეუფე შიო იეზიდურ სატაძრო დღესასწაულზე მიიწვია, რომელიც წელს იეზიდთა საახტიაროს რეზიდენციაში 12 ივნისს აღინიშნება.