სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (30.05.2022)

 

ბატონი ვაჟა მაჩაიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

 

დიდად ვწუხვართ ბატონი ვაჟას გარდაცვალების გამო.

კიდევ ერთი ღირსეული პიროვნება გამოაკლდა საქართველოს საპატრიარქოს იმ თანამშრომელთა რიცხვს, რომლებიც  ჩემი მოღვაწეობის დასაწყისი პერიოდიდან დღემდე საქმიანობდნენ ჩვენს საეკლესიო სივრცეში.

გულთბილი, დაუზარელი, თავმდაბალი, უღალატო, - ასეთად დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვაჟას უკვდავი სულისათვის, რათა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი უფალმან, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა.

 

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი